Saturday, October 24, 2015

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორთფოლიო -"უსაფრთხოება და წესები''


       ინტელის ძირითად კურსმა მასწავლა,რომ სწავლის პროცესზე დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეებს გამოვუმუშაო და ჩამოვუყალიბო 21- საუკუნის უნარ-ჩვევები. დავრწმუნდი, რომ დიფერენცირებული მიდგომა სწავლებაში, უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობას და შედეგად ყველას უყალიბდება სწავლისადმი პოზიტიური განწყობა.
          ამ კურსმა მასწავლა შეფასების სხვადასხვა მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება; გავიაზრე, როგორ დაეხმარება ბავშვებს მათი მხარდამჭერი სავარაუდო 
ნაშრომები და ფასილიტაციის მრავალფეროვანი ნიმუშები პროდუქტიულობის გაზრდისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით.
        ვიუვერი, ელექტრონული წიგნი პროექტებით სწავლების შესახებ -კი არის საუკეთესო რესურსი, გზამკვლევი, რომელიც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. პროექტით სწავლების კურსი მაძლევს მიმართულებას,რომ სწავლის პროცესი უფრო აქტიური იყოს,
        მეცხრე დღეს ავტვირთეთ ბლოგში სრულყოფილი მონაცემები  და გავაკეთეთ პრეზენტაცია.










           

Sunday, October 18, 2015

მერვე დღე

მოცემული მოდელი დამეხმარა ,გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.

კერძოდ: 1. გავიაზრე, დიფერენცირებული მიდგომის მნიშვნელობა, პროექტში ყველა მოსწავლის მაქსიმალურად ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით,თუ  როგორ დავეხმარო მოსწავლეებს დამოუკიდებელი მსწავლელის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში;                     2. როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროდუქტიულობის გაზრდისათვის  და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის...

Saturday, October 17, 2015

მეშვიდე დღე


მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით... 
კერძოდ: შევქმენით მოსწავლის სავარუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკები.როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები . გავეცანით ვარსკვლავი პროექტების შეფასების რუბრიკას.უკუკავშირის მიზნით ბლოგზე დავუდეთ ერთმანეთს კომენტარები.

Sunday, October 11, 2015

მეექვსე დღე


ეს მოდული დამეხმარა გამეაზრებინა, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, სწავლის პროცესის ხელშეწყობისათვის, კერძოდ გავითვალისწინოთ მოსწავლის შესაძლებლობები და საჭიროებები. მოვირგე მოსწავლის როლი და შევქმენი ელექტრონული ფორმატი, სავარაუდო ნიმუში.

წინასწარ მომზადებული ნიმუში საშუალებას გვაძლევს, გავითვალისწინოთ თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები პროექტის მსვლელობისას და გავიდეთ შედეგზე.

Saturday, October 10, 2015

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე.  კერძოდ: 
     
1. ვასწვლო მოსწავლეს როგორ მოიძიოს ინფორმაცია სწორად და მარტივად.   2.საავტორო უფლებების დაცვა, საჭირო საიტის მისამართების  დამახსოვრება,bockmarts-ის საშვალებით.
3. ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა
4.სხვა კოლეგების  ბლოგების დათვალიერება და მათი შეფასება განმავითარებელი კომენტარებით.
იყო საინტერესო დღე და მნიშვნელოვანი.მადლობა ქალბატონ ნინოს .

Sunday, October 4, 2015

მეოთხე დღე

ეს  მოდული დამეხმარა სიღრმისეულ წვდომაში .განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია:

1.მოსწ. წინრე ცოდნის საჭიროების დადგენა.
2.თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წახალისება .
3 .პროგრესის მონიტორინგი.
4.გაგების შემოწმება და მეტაშემეცნების წახალისება.
5.გაგებისა და უნარების დემონსტრირება.
ასევე გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია  და დავხვეწეთ ამ პროექტის გეგმა.                          დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს, ძალზედ ნაყოფიერი დღე იყო ...


Saturday, October 3, 2015

მესამე დღე

 მესამე დღე
საკუთარ პროექტის თემას დავუკავშირე სტანდარტები. შევიმუშავე მიზნები და მოვარგე 21-ე ს-ის უნარები და ლექსიკა... გამოვიყენეთ ბლუმის განახლებული კითხვები ასევე საკვანძო კითხვები.ყველაფერი პროექტის გეგმაში ჩავწერეთ... დღევანდელი დღე ნაყოფიერი და შედეგიანი იყო .უღრმესი მადლობა ქალბატონ ნინოს ,დაუზოგავი შრომისათვის....