Saturday, October 24, 2015

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორთფოლიო -"უსაფრთხოება და წესები''


       ინტელის ძირითად კურსმა მასწავლა,რომ სწავლის პროცესზე დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეებს გამოვუმუშაო და ჩამოვუყალიბო 21- საუკუნის უნარ-ჩვევები. დავრწმუნდი, რომ დიფერენცირებული მიდგომა სწავლებაში, უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობას და შედეგად ყველას უყალიბდება სწავლისადმი პოზიტიური განწყობა.
          ამ კურსმა მასწავლა შეფასების სხვადასხვა მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება; გავიაზრე, როგორ დაეხმარება ბავშვებს მათი მხარდამჭერი სავარაუდო 
ნაშრომები და ფასილიტაციის მრავალფეროვანი ნიმუშები პროდუქტიულობის გაზრდისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით.
        ვიუვერი, ელექტრონული წიგნი პროექტებით სწავლების შესახებ -კი არის საუკეთესო რესურსი, გზამკვლევი, რომელიც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. პროექტით სწავლების კურსი მაძლევს მიმართულებას,რომ სწავლის პროცესი უფრო აქტიური იყოს,
        მეცხრე დღეს ავტვირთეთ ბლოგში სრულყოფილი მონაცემები  და გავაკეთეთ პრეზენტაცია.










           

No comments:

Post a Comment